Friday, December 7, 2012

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ,,მოგზაურობა წარსულში’’

პროექტის მთავარი იდეა: ,,შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ’’

პროექტის მიზანი: თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

პროექტის აქტუალობა: წინარე ცოდნის გაღრმავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ბავშვების ინტერესი და სიყვარული ,,ასკანის ციხის’’ისტორიული წარსულისადმი.

მონაწილეთა ასაკი:VIII კლასი.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეს უნვითარებს დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. გამოუშვებენ კედლის გაზეთს, შექმნიან ალბომს ,,ასკან ის ციხე-ჩვენი სიამაყე’’.

პროექტის ძირითადი რესურსი: ,,ასკანის ქვეყანა’’, ფოტო-მასალები, ინტერნეტი, კომპიუტერი.

ვადები/ხანგრძლივობა: 4 დღე.

პროექტის მსვლელობა: [აქტივობები].
დღე 1. საპროექტო თემის შერჩევა. ,,მოგზაურობა წარსულში’’. ჯგუფების არჩევა და ვადების განაწილება.
დღე 2. მოსწავლეების სისტემატიური კონტროლი.
დღე 3. ჯგუფების ნამუშევრების შეჯამება და ახალი დავალებების მიცემა.
დღე 4. პროექტის პრეზენტაცია.



საგნებთან/ჯგუფებთან/ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი. ხელოვნება-ისტორია.

ს.გ.VIII.2.  მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           შერეული ტექნიკით ქმნის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს;
·           ირჩევს თემატიკას, ტექნიკას, შესაბამის გამომსახველობით ხერხებს და მასალას განწყობილების გადმოსაცემად;
·           კომპიუტერის გამოყენებით ქმნის გამოსახულებებს, ეფექტებს, სხვადასხვა საგნის დიზაინს, წიგნის მაკეტს.

ს.გ. VIII.7.    მოსწავლეს შეუძლია გამოიყენს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მსჯელობს ნახატში გამოსახული ობიექტების კომპოზიციურ განაწილებაზე;
·           მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის ჟანრზე, თემაზე, მასალაზე, ტექნიკაზე;
·         ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშს, საუბრობს რომელი უფრო მოსწონს და ასაბუთებს, რატომ აძლევს მას უპირატესობას.

ს.გ.VIII.11.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში განიხილს ხელოვნების  ნიმუშ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
·           მოსწავლე ხელოვნების ნიმუშს განიხილავს ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კუთხით;
·           მოსწავლე მსჯელობს, თუ როგორ აისახა სხვადასხვა კონტექსტი (ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური) ხელოვნების ნიმუშის მხატვრულ მხარეზე.
პროექტის ხელმძღვანელი: მზია ანდღულაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: andguladzemzia@gmail.com

No comments:

Post a Comment